მოლოზანა

მოლოზანა

მოლოზანა (Viburnum orientalis), ბუჩქი ცხრატყავასებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 2 აღწევს. ზედა ნაწილში 3-ნაკვთიანი კვერცხისებრი ფოთლები და ნორჩი ყლორტები აქვს. თეთრი ძაბრისებრი ყვავილები შეკრებილია ფარისებრ ყვავილედებად. ნაყოფი წითელია, ოვალური და შეიცავს მცირე რაოდენობით წვენსა და ფქვილოვან რბილობს.

გავრცელებულია ჩრდ.-აღმ. ანატოლიაში. საქართველოში უმთავრესად დას. საქართველოს მთის ქვედა და შუა სარტყლის ტყეებში იზრდება. თაფლოვანი მცენარეა.

ლ. ხინთიბიძე