„მოლოდიოჟ გრუზიი“, რუსულენოვანი ახალგაზრდული გაზეთი, საქ. ალკკ ცკ-ის ორგანო. გამოდიოდა 1921 წ. 31 მაისიდან თბილისში კვირაში 3-ჯერ. „მ. გ-ის“ წინამორბედია ამიერკავკ. პირველი ახალგაზრდული გაზ. „მოლოდოი რაბოჩი“, რ-იც 1919 დაარსდა ბაქოში. საქართველოში (თბილისში) გამოდიოდა საბჭ. ხელისუფლების დამყარების შემდეგ (1921) და იყო ამიერკავკ. კომკავშირის სამხარეო კომიტეტის ორგანო. 1936-იდან „მოლოდოი სტალინეცი“ ერქვა, ხოლო 1961 წ. 18 ნოემბრიდან – „მ. გ.“ გაზეთი აშუქებდა კომკავშირული ცხოვრების აქტ. პრობლემებს; ქვეყნის პოლიტ.-ეკონ. საკითხებს; ბეჭდავდა სტატიებს ახალგაზრდობის აღზრდის, შრომისა და განათლების შესახებ; აქვეყნებდა წერილებს ლიტ-რაზე, ხელოვნებაზე, სპორტზე და სხვ. ტირაჟი 70 ათ. ც. (1981).
ერთ-ერთმა პირველმა გააშუქა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები (რედ. ვ. აბაშიძე). 1991, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მცირე ხნით გამოდიოდა „ნოვაია გაზეტას“ სახელით. დაიხურა იმავე წელს.
დ. წულაძე