მოლიტორი (Molitor) იოსებ (11. XI. 1903, კელნი, – 24. VII. 1978, დაკრძალულია ზიგბურგში, ბონის მახლობლად), გერმანელი ფილოლოგი, ქართველოლოგი. იკვლევდა ძვ. ქართ. საეკლ. მწერლობას, კერძოდ, ქართ. ახალი აღთქმის თარგმნის ისტორიას. მისი უმთავრესი ნაშრომებია „ქართულ-ლათინურ-ბერძნული ლექსიკონი“ (1962–65) და „ხანმეტი და ჰაემეტი ტექსტების კრებული“ (ქართვ. მეცნიერთა პუბლიკაციების მიხედვით, 1956).