მოლითი, სოფელი იმერეთის რეგიონის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდ. ჩხერიმელის (ძირულის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 680 მ, ხარაგაულიდან 15 კმ. ადმ. ერთეულის ცენტრი (სოფლები: მ., ბაბი, ბეჟათუბანი, დეისი, ნებოძირი, ქვები, ჭარტალი). 205 მცხ. (2014). სოფლის ტერიტ-ზე მოიპოვება წითელი, ყავისფერი და ნაცრისფერი შეფერილობის მარმარილო.