მოლითი

მოლითი, სოფელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ბორჯომის მუნიციპალიტეტში (ტაბაწყურის ადმ. ერთეული). მდებარეობს მშრალი მთის ძირში (თრიალეთის ქედის სამხრ. კალთა). ზ. დ. 2050 . ბორჯომიდან 64 კმ. 215 მცხ. (2014). მ. გაშენებულია ტბა ტაბაწყურის გარშემო და ესაზღვრება ქცია-ხრამის აღკვეთილს. სოფელს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.