„მოლა ნასრედინი“

„მოლა ნასრედინი“, ყოველკვირეული სატირულ-იუმორისტული ილუსტრირებული ჟურნალი. გამოიცემოდა აზერბაიჯანულ ენაზე თბილისში (1906–14, 1917). მთ. რედაქტორი იყო ჯ. მამადგულიზადე, მხატვრები – ო. შმერლინგი და ი. როტტერი, რ-ებმაც თავიანთი კარიკატურებით კავკ. მასშტაბით სრულიად ახ. სტილი დაამკვიდრეს. ჟურნალის ფურცლებზე დაბეჭდილი კრიტ.-სატირული სტატიები, ფელეტონები და კარიკატურები აშუქებდა იმდროინდელი კავკ. აქტ. პრობლემებს. აქვე იბეჭდებოდა იუმორისტული ლექსები, სატირული მოთხრობები, ანეკდოტები, კერძო განცხადებები. გამოცემა დიდი წარმატებით სარგებლობდა. გამოდიოდა 5000-იანი ტირაჟით. 1917 „მ. ნ“. აკრძალა ცენზურამ.

თ. დოლიძე