მოთემე

მოთემე, თემიდან არჩეული მსაჯული. მოსამართლე, რ-საც ევალებოდა ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეების განხილვა. შესაძლოა, იგი იყო ადგილ. მომრიგებელი მოსამართლე და მას სოფელი გარკვეული ვადით ირჩევდა. მ-ს სასამართლო იყენებდა რაიმე გარემოების გამოსარკვევადაც. შინაარსობრივად მ. იგივე ბჭეა.

ლიტ.: კეკელია მ., სასამართლო ორგანიზაცია და პროცესი საქართველოში რუსეთთან შეერთების წინ, წგ. 1, თბ., 1970; სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1952; ქართული სამართლის ძეგლები, ტ. 1–ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული, ი. დოლიძის გამოც., თბ., 1963.

ი. უჯმაჯურიძე