მოედანი

გმირთა მოედანი. თბილისი.

მოედანი (არაბ.- სპარს. მაიდანი, მეიდანი), სხვადასხვა სახის შენობებით, ნაგებობებით ან მწვანე ნარგავებით შემოფარგლული ღია, განაშენიანებისაგან თავისუფალი, არქიტექტურულად ორგანი-ზებული სივრცე, რ-იც შედის ქალაქის სივრცეთა საერთო სისტემაში. პირველ მ-ებს საფუძვლად დაედო კრეტის, ეგვიპტის, ბაბილონის, სირიის სასახლეებისა და სატაძრო კომპლექსთა საზეიმო ეზოები, მსგავსი გეგმით ეწყობოდა ძვ. ბერძნ. აგორები და რომაული ფორუმები, XII–XIV სს. ევრ. ქალაქების მ-ები. ქალაქის მთავარ მ-ს ძირითადად სავაჭრო ფუნქცია ჰქონდა. საქართველოში მ-ს, როგორც საქალაქო ტერმინს, პირველად ვხვდებით X ს. არაბ ისტორიკოს ალ-ტაბარისთან ბუღა თურქის თბილისში ლაშქრობის (853) შესახებ თხრობის დროს. თბილისში საუკუნეების განმავლობაში არსებობდა სავაჭრო ადგილი „ციხის მოედანი“ (ასეა დატანილი ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ თბილისის 1735 წ. გეგმაზე). იგი რამდენიმე სახელითაა ცნობილი: XVII ს-მდე დაბლა ციხესთან სიახლოვის გამო ერქვა ციხის მოედანი, 1750 შემდეგ იხსენიება როგორც ქვემო მეიდანი (მეიდანი), XIX ს. დასაწყისიდან – თათრის მაედანი (მაედანი), 1958-იდან კი ვახტანგ გორგასლის მოედანია. თანამედროვე ქალაქთმშენებლობაში, მ. შ. საქართველოში, გავრცელებულია ორი სახის მ. – სატრანსპ. და ფეხით სასიარულო. სატრანსპ. მ-ები ასრულებს ქალაქში ტრანსპ. მოძრაობის კვანძების ფუნქციას (მაგ., თბილისში ყველა მ. ფაქტობრივ სატრანსპორტოა). ინტენს. მოძრაობის შემთხვევაში ხშირად მ-ებს სხვადასხვა დონეზე, რამდენიმე იარუსად აწყობენ (მიწაზე, მიწის ზემოთ და მიწის ქვეშ). ზოგჯერ სატრანსპ. მ-ებს აქვთ კონკრეტული, სპეციალიზებული დანიშნულება (მაგ., რკინიგზის სადგურების მ.). ასეთივე დანიშნულება აქვს ფეხით სასიარულო მ-ებსაც (მაგ., სავაჭრო და მემორიალური მ-ები, თეატრისა და სხვ.). მთავარი მ. ან მ-თა სისტემა ქალაქის ცენტრ. ბირთვია და მოიცავს დიდ ფართობს. მ-ის ირგვლივ ხშირად განლაგებულია მონუმ. ნაგებობანი. აქ ეწყობა აღლუმი, საზეიმო დემონსტრაცია, მიტინგი, სახ. სეირნობა. მ., რ-ის კომპოზიციაში ჩართულია მონუმ. ქანდაკების ძეგლი, ხშირად წარმოადგენს არქიტ. ანსამბლს და განსაზღვრავს დასახლ. ადგილის საერთო სახეს (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი).

თ. გერსამია