„მოდი, ვნახოთ ვენახი“

„მოდი, ვნახოთ ვენახი“, პოპულარული ხალხური ლექსი, ამ ლექსში ჩამოთვლილი საგნები და ცხოველები ერთმანეთს ემტერებიან, ებრძვიან და ანადგურებენ: ვენახს თხა ჭამს, თხას – მგელი; მგელს ანადგურებს თოფი, თოფს – ჟანგი, ჟანგს – მიწა და ა. შ. ლექსი კუმულაციის ხერხითაა დამუშავებული. წარმოშობით მევენახეობა-მეღვინეობის ღვთაების სადიდებელ ჰიმნთა ჯგუფს უნდა ეკუთვნოდეს. მსგავსი სიუჟეტი მრავალი ხალხის ფოლკლორშია ცნობილი.

ლიტ.: ღვინიაშვილი ა., ნარკვევები ქართული საბავშვო ლიტერატურის ისტორიიდან, თბ., 1962; ჯანელიძე დ., ქართული თეატრის ხალხური საწყისები, თბ., 1948.

ფ. ზანდუკელი