„მოდი, აქ დაჯექ, ქალო“

„მოდი, აქ დაჯექ, ქალო“, „მოდი, აქ დაჯექ, შვილო“, ქართული საყოფაცხოვრებო ჟანრის სამხმიანი ორპირული (ორგუნდოვანი) საფერხულო, ვაჟებისადმი მიმართული დამრიგებლურ-აღმზრდელობითი ხასიათის სიმღერა. იგი ა. ბალანჩივაძემ გამოიყენა ფილმ „გიორგი სააკაძეში“ (1943, რეჟ. მ. ჭიაურელი), რ-შიც, სიუჟეტიდან გამომდინარე, ტექსტის დასაწისი შეიცვალა სიტყვებით: „მოდი, აქ დაჯექ, ქალო“. ჩანს, ამის შემდეგ სიმღერის სათაურმა ცვლილება განიცადა და ზოგი ანსამბლი ამ სახით მღეროდა.

ლიტ.: სვანიძე გ., ქართული ხალხური სიმღერები, თბ., 2021; ჩხიკვაძე გრ., ქართული ხალხური მუსიკა, თბ., 1965.

მ. ჯაფარიძე