მოდებაძე ნოდარ არჩილის ძე (20. XI. 1950, სოფ. აკურა, ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი, – 8. VIII. 2016, იქვე), სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა). სსრკ სპორტის ოსტატი (1968), სსრკ საერთაშ. კლასის სპორტის ოსტატი, ევროპის ჩემპიონი (1973), გუნდურ შეჯიბრებაში მსოფლიო თასის გამარჯვებული (1974), სტუდენტთა მსოფლიო თამაშების ჩემპიონი (1973), სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1975), სსრკ ჩემპიონატის სამგზის მეორე პრიზიორი (1973, 1975, 1977).
დაამთავრა სპი (ახლანდ. სტუ). 1999–2004 იყო საქართვ. V მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“.