მოგუაშირხა, მწვერვალი ოჩამჩირისა და მესტიის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. კოდორის ქედის ჩრდ.-აღმ. მონაკვეთზე, აფხაზეთ-სვანეთის ქედზე, მდ-ების – საკენისა (კოდორის ხეობა) და ნენსკრის (ენგურის მარჯვ. შენაკადი) სათავეებში. სიმაღლე 3847 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. დამახასიათებელია ალპ. და ნივალური ლანდშაფტი.