მოაფერნე

მოაფერნე, კოლხეთის მმართველი ძვ. წ. I ს. დანიშნა პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორმა, სავარაუდოდ, თავისი შვილის – მითრიდატეს შემდეგ. მ-ს შესახებ ცნობას გვაწვდის სტრაბონი – იგი ყოფილა დედამისის ბიძა მამის მხრიდან, აგრეთვე მითრიდატე ევპატორის მეგობარი, თუმცა როგორ მართავდა კოლხეთს, ამის შესახებ ავტორი არაფერს წერს. მ. იყო კოლხეთის უკანასკნელი „სატრაპი“ (მმართველი), რ-მაც პომპეუსის ლეგიონების შემოსვლის შემდეგ დატოვა კოლხეთი და ბოსფორში გაიქცა (დაიღუპა იქვე). მ. ბოლომდე მითრიდატე ევპატორის ერთგული დარჩა.

ლიტ.: დუნდუა ი., კოლხეთი, იბერია და პონტოს სამეფო ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით, თბ., 1993; საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. 1, თბ., 1970; ფიფია კ., კოლხეთის სამეფოს პოლიტიკური ისტორიიდან (ძვ. წ. I საუკუნე), საისტორიო ძიებანი, ტ. 1, თბ., 1998; ქავთარია გ., სტრაბონი და კოლხეთის ისტორიის ფრაგმენტები: კოლხეთის გამგებელი მოაფერნე, „სამი საუნჯე“, 2013, №4.