„მოამბე“

„მოამბე“. 1894-1905.

„მოამბე“, ყოველთვიური ლიტერატურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სამეცნიერო ჟურნალი. ლიბერ.-ეროვნ. მიმართულების ორგანო. გამოდიოდა თბილისში 1894 წ. იანვრიდან 1905 წ. ნოემბრამდე. რედაქტორი – ა. ჭყონია; გამომცემლები: ნ. ღოღობერიძე (1894), ა. ჯაბადარი (1895–1905). ჟურნალში იბეჭდებოდა ნ. ხიზანიშვილის, ა. ყიფშიძის, ი. ჯავახიშვილის, ე. თაყაიშვილის მეცნ. გამოკვლევები; ნ. ნიკოლაძის, ი. გოგებაშვილის, ა. ჯორჯაძისა და სხვათა პუბლიც. წერილები. „მ-მ“ დიდი ამაგი დასდო ქართ. მწერლობას როგორც მხატვრული მასალების პუბლიკაციით, ისე ლიტ. პროცესებისა თუ ცალკეულ წიგნთა განხილვით. ჟურნალთან თანამშრომლობდნენ ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, ი. ევდოშვილი, ლალიონი და სხვ. „მ“-მ მკითხველს გააცნო რუს., ინგლ., გერმ., ფრანგ., და სხვ. ლიტ. ნიმუშები.