მნის განძი

მნის განძი, ბილონური და სპილენძის მონეტების განძი (926 ცალი), რ-იც შემთხვევით აღმოჩნდა სოფ. მნის ეკლესიის საძირკველში (ყაზბეგის მუნიციპ.). განძი შედგება XV–XVI სს. დაკნინებული ქართ. მონეტებისგან და მოჭრილია შემდეგი ქართვ. მეფეების სახელით: ვახტანგ IV (1443–46), გიორგი VIII (1446–66), კონსტანტინე II (1479–1505) და დავით X (1505–25). გარდა ამისა, განძის შემადგენლობაში შედის ანონიმური მონეტებიც, რ-ებზეც ჯვრის, თევზისა და ცხოველების გამოსახულებებია, აგრეთვე თურქული ახჩებისა და შირვანული თანგების მინაბაძები. განძი ჩაფლულია XVI ს. I ნახ-ში.

ლიტ.: დუნდუა გ.,  ჯალაღანია ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009.

გ. დუნდუა