მნდოიანცი აშოტ აშოტის ძე

კურორტი ბიჭვინთა. საერთო ხედი. არქიტექტორი ა. მნდოიანცი (ავტორთა ჯგუფთან ერთად; მთავარი მხატვარი ზ. წერეთელი). 1968.

მნდოიანცი აშოტ აშოტის ძე [28. XII. 1909 (10. I. 1910), ბათუმი, – 29. IX. 1966, მოსკოვი], არქიტექტორი. სტალინური (1949) და ლენინური (1962) პრემიების ლაურეატი. სწავლობდა ოდესაში სახვ. ხელოვნ. პოლიტექნიკუმის არქიტ. ფაკ-ტზე და სამოქალაქო და კომუნალური მშენებლობის საინჟ. ინ-ტში (1928–32). 1932–35 მუშაობდა ბათუმში (1934–35 – ქალაქის მთ. არქიტექტორი), შემდეგ – მოსკოვში. ნამუშევრები: მაღლივი საცხოვრ. სახლი აჯანყების მოედანზე (1950–54; პროექტი, სტალინური პრემია), კრემლის ყრილობათა სასახლე (1959–61; ავტორთა ჯგუფთან ერთად; ლენინური პრემია), კალინინის გამზირის განაშენიანება (1964–69, ავტორთა ჯგუფთან ერთად; ყველა მოსკოვში), საკურორტო კომპლექსი ბიჭვინთაში (1959–67, ავტორთა ჯგუფთან ერთად). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.