მნათობიშვილი მანანა შიოს ასული (დ. 11. VI. 1962, თბილისი), სპორტსმენი (აკრობატიკა). სსრკ სპორტის ოსტატი (1978) და საერთაშ. კლასის სპორტის ოსტატი (1979), საქართვ. სპორტის დამს. მუშაკი (2009), საქართვ. და საერთაშ. ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული. გამოდიოდა ქალთა სამეულში ნ. კიკილაშვილთან და მ. შილაკაძესთან ერთად (მწვრთნელი ვ. გურგენიძე), დაამთავრა საქართვ. ფიზკულტ. ინ-ტი (1984). მსოფლიოს (1980) და ევროპის (1980) აბსოლ. ჩემპიონი, მსოფლიოს და ევროპის ორგზის მეორე პრიზიორი ცალკეულ შეჯიბრებებში (1980). მსოფლიოს თასის გათამაშების მეორე პრიზიორი (1981, გამარჯვებული ცალკეულ ვარჯიშებში), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1979–81), სსრკ თასის სამგზის მფლობელი (1980–82) და მეორე პრიზიორი (1979), სსრკ მოსწავლეთა XV სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1978), სსრკ ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1979). ასევე სსრკ ჩემპიონატის მეორე პრიზიორი წყვილებში (1984). 1984 დაამთავრა საქართვ. ფიზკულტ. ინ-ტი, არის პედ. მეცნ. კანდიდატი (2003), საქართვ. სახელმწ. ფიზ. აღზრდისა და სპორტის აკადემიის აკად. საბჭოს წევრი (2006–07); ილიას სახელმწ. უნ-ტის ბიზნესისა და სამართლის ფაკ-ტის ცენტრის, „სპორტის აკადემიის“ კურიკულუმის ექსპერტი, სრული პროფესორი (2007–11); საქართვ. ფიზ. აღზრდისა და სპორტის სახელმწ. სასწ. უნ-ტის სრული პროფესორი (2014) და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი (2014–20), მასწავლებელთა პროფ. განვითარების ეროვნ. ცენტრის სპორტის საგნობრივი ექსპერტი (2020) და სასერტიფიკაციო ტრენინგებისა და გადამზადების ტრენერი (2011), საქართვ. განათლებისა და მეცნ. სამინისტროს ეროვნ. სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მოწვეული ექსპერტი (2010, 2011, 2017). არის მონოგრაფიის, მეთოდური სახელმძღვანელოსა და მრავალი ნაშრომის ავტორი.