„მნათობი“

„მნათობი“, ყოველდღიური ლეგალური ბოლშევიკური გაზეთი. გამოდიოდა თბილისში 1907 წ. 1 იანვრიდან 6 იანვრამდე. რედ.- გამომც. – ს. ჭანტურია (ფაქტობრივი რედ. – ი. სტალინი). „მ-ს“, როგორც მის წინამორბედ გაზეთებს, „ახალ ცხოვრებასა“ და „ახალ დროებას“, ხელმძღვანელობდნენ ი. სტალინი, მ. ცხაკაია, მ. დავითაშვილი, ფ. მახარაძე, მ. ბოჭორიძე, გ. თელია, მ. ტოროშელიძე და სხვ. ოფიციალურად „მ-ს“ ნეიტრალური მიმართულება უნდა ჰქონოდა და კატეგორიულად ეკრძალებოდა რევ. იდეების პროპაგანდა, მუშათა და გლეხთა მოძრაობის ამსახველი საკითხების გაშუქება. მიუხედავად ამისა, „მ“ გამოირჩეოდა რევ., (თვითმპყრობელობის საწინააღმდეგო) სულისკვეთებით. „მ-თან“ თანამშრომლობდნენ ი. ევდოშვილი, ი. ეკალაძე, გ. ქიქოძე, ნ. აზიანი, დ. თომაშვილი, ვ. რუხაძე, ნ. კურდღელაშვილი; მუშა პოეტები – მ. ბოჭორიძე, ლ. იაშვილი, ვ. ხანდამაშვილი და სხვ. 1907 წ. 6 იანვარს მეფის ხელისუფლების ორგანოებმა „მ“. აკრძალეს, ხოლო სტამბა, სადაც ის იბეჭდებოდა, დაარბიეს.

ი. ნატროშვილი