„მნათობი“

„მნათობი“. 1869-72.

„მნათობი“ ყოველთვიური ლიტერატურული და სამეცნიერო ჟურნალი. გამოდიოდა 1869–72 თბილისში (1869 გამოვიდა 10 ნომერი, 1870 – 4, 1871 – 8, 1872 – 11). რედ. – ნ. ავალიშვილი; გამომც. – ი. ელიოზიშვილი. „მ“. იყო ქართვ. ხალხოსნების პროგრ. მიმართულების ჟურნალი, რ-იც უტოპიურ სოციალიზმს ქადაგებდა. „მ-ში“ გამოქვეყნებულია ნ. ორბელიანის, ა. ჯამბაკურ-ორბელიანის, ნ. იაშვილის, დ. ჯანაშვილის, გ. იოსელიანის, ნ. ავალიშვილის, ი. ელიოზიშვილის, ა. ფურცელაძის, ა. წერეთლის, გ. ქიქოძის, რ. ერისთავის, ე. გაბაშვილისა და სხვათა ნაწარმოებები; აგრეთვე – ჯ. ბაირონის, უ. შექსპირის, ჯ. ბ. მოლიერის, ფ. შილერის, ჰ. ჰაინეს, პ. ბერანჟეს და სხვათა თარგმანები. „მ-ს“ ლიტ. საკითხებზე პოლემიკა ჰქონდა „ცისკართან“, „დროებასა“ და „კრებულთან“.

ლიტ.: კარიჭაშვილი დ., ქართული პერიოდული გამოცემების ბიბლიოგრაფიული მიმოხილვა, „წიგნის მეგობარი“, 1925, №1–2; ქართული ბიბლიოგრაფია, I – ქართულ ერთდროულ გამოცემებში (1852–1910) მოთავსებული სტატიებისა და მასალების მაჩვენებელი, პეტროგრადი., 1916.

ი. ლორთქიფანიძე