მნა, სოფელი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (კობის ადმ. ერთეული). მდებარეობს კავკასიონის მთ. ქედის ჩრდ. კალთაზე, თრუსოს ხეობაში, მდ. მნაისისწყლის (თერგის მარცხ. შენაკადი) ნაპირზე. ზ. დ. 2180 მ. ყაზბეგიდან 29 კმ. მოსახლეობის რაოდენობა არ აღემატება 10 კაცს (2014). მ-ს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.სოფელში დგას X–XI სს. წმ. მარიამის დარბაზული ეკლესია და XVII–VIII სს. კოშკური სახლი.