მნა, ხეობის ტიპის მყინვარი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი გვერდითი ქედის – ხორხის სამხრ. ფერდობზე, მდ. მნის აუზში. აქვს მერიდიანული მიმართულება. ფერდობის მაღალი დახრილობის გამო მყინვარი მორფოლოგიურად დაკიდული ტიპისაა და სამხრეთული ექსპოზიცია აქვს. იგი მნის აუზის ყველაზე დიდი მყინვარია. მისი ფართობია 2,60 კმ2, სიგრძე – 3,37 კმ. მყინვარი ზ. დ. 5360 მ-ზე მთავრდება. მ-ის ენის ბოლო დაფარულია მორენებით. საველე კვლევებისა და უახლეს კოსმოსურ სურათებზე დაკვირვებით აშკარად ჩანს, რომ ამ ზომის მყინვარებში მ. საქართველოში პირველია თავისი უკანდახევის მაჩვენებლებით. ბოლო 54 წლის განმავლობაში მისი ფართობი 18,49%-ით შემცირდა.