მლაშეს სამაროვანი

მლაშეს სამაროვანი, ადრინდელი ფეოდალური ხანის (VI–VII სს.) სამაროვანი სოფ. მლაშესთან (დუშეთის მუნიციპალიტეტი), ადგილ ორხევში. გათხარეს 1974 (ლ. წითლანაძე). მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ ბრტყელი ქვით ნაგებ ქვაყუთებში. სამარხები კოლექტიური იყო. მიცვალებულების ძვლებთან ერთად აღმოჩნდა გვიანდელი სასანური (V ს.) გემა, რ-ზეც ცხოველია გამოსახული, აგრეთვე ბრინჯაოსღეროიანი, ბროწეულის ყვავილის ფორმის მარგალიტით შემკული ქინძისთავი, ბრინჯაოს ბეჭედი, თიხისა და მინის ჭურჭლის ნატეხები და სხვ. მასალა დაცულია არქეოლ. კვლევის ცენტრში.

ლიტ.: გამყრელიძე გ.,  მინდორაშვილი დ.,  ბრაგვაძე ზ.,  კვაჭაძე მ., ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, თბ., 2013; წითლანაძე ლ.,  მირცხულავა გ., გოჩიაშვილი მ., არქეოლოგიური კვლევა სოფ. მჭადიჯვარში, «ძეგლის მეგობარი», 1975, № 39.

ლ. წითლანაძე