მლაშე

მლაშე, სოფელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ადიგენის მუნიციპალიტეტში. ადმ. ერთეულის ცენტრი (მ., არზნე, ფლატე). მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ქვაბლიანის მარცხ. ნაპირზე. ზ. დ. 1210 . სოფელზე გადის ხულო–ადიგენის საავტ. გზა. ადიგენიდან 3 კმ, 236 მცხ. (2014). სოფელს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.