მკრტჩიანი-ფეიქრიშვილი სვეტლანა მაკარის ასული (დ. 2. V. 1961, ფერღანა, უზბეკეთი), სპორტსმენი (სპორტული აკრობატიკა), მწვრთნელი. სსრკ საერთაშ. კლასის სპორტის ოსტატი. დაამთავრა საქართვ. ფიზ. კულტურის ინ-ტი (1983).
მ. ფ. ქალთა წყვილებში იყო (ლ. გლაზუნოვასთან ერთად) მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (მრავალჭიდი, მეორე ვარჯიში, 1982) და მეორე პრიზიორი (პირველი ვარჯიში; 1982), ასევე ევროპის ორგზის ჩემპიონი (მრავალჭიდი, მეორე ვარჯიში; 1982) და მეორე პრიზიორი (პირველი ვარჯიში, 1982); სსრკ სამგზის ჩემპიონი (1981, 1982, 1983) და თასის სამგზის მფლობელი (1981, 1984–85); მრავალი რესპუბლიკური, საკავშ. თუ საერთაშ. შეჯიბრების პრიზიორი.