მკვდრის ლექსი

მკვდრის ლექსი, სამგლოვიარო ლექსი, რომელშიც გადმოცემულია მიცვალებულის ცხოვრების ღირსსახსოვარი მომენტები და გარდაცვალებით გამოწვეული მწუხარება როგორც ჭირისუფლის, ისე სოფლისა და თემისა. მ. ლ-ის მიზანია მიცვალებულის სახელის წარმოჩენა. ლექსი ფანდურზე იმღერებოდა, ზოგიერთ კუთხეში მ. ლ. ფერხულის თანხლებით სრულდებოდა.

ლიტ.: ვირსალაძე ე., ქართველ მთიელთა ზეპირსიტყვიერება, თბ., 1958; ჩიქოვანი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, თბ., 1956; ჩიჯავაძე ო., ქართული მუსიკალური ფოლკლორის მცირე ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2009.

დ. გოგოჭური