ალადაშვილი დავით იოსების ძე

დ. ალადაშვილი

ალადაშვილი დავით იოსების ძე (დ. 13. I. 1949, თბილისი), ფიზიკოსი. ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1989), პროფესორი (1990). დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი (1971). მუშაობდა ლენინგრადის (ახლანდ. სანქტ-პეტერბურგი) იოფეს სახ. ფიზიკა-ტექ. ინ-ტში (1972-75), ვარშავის სახელმწ. უნ-ტში და პოლონეთის მეცნ. აკად. ფიზ. ინ-ტში (სამეცნ. სტაჟირება; 1973-75), თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტზე ნახევარგამტართა ფიზ. სამეცნ.-კვლ. ლაბორატორიაში და მყარი სხეულების ფიზ. კათედრაზე სხვადასხვა თანამდებობაზე (1975-2006), აგრეთვე პოლონეთის მეცნ. აკად. მაღალი წნევების ფიზ. ინ-ტში (1976), ჩიკაგოს (აშშ) უნ-ტში (მიწვეული პროფესორი,1989),  საერთაშ. საგანმან. პროგრამების კოორდინატორად  საქართველოში (1994-2006).

     -ის ძირითადი სამეცნ. ნაშრომები ეხება ნახევარგამტარების თვისებებზე ძლიერი ელექტრული ველის, იზოტროპული და ანიზოტროპული დეფორმაციების გავლენის შეს­წავლას ნახტომისებური და მინარევული გამტარებლობის არეებში. მან (თანამშრომლებთან ერთად) აღმოაჩინა ახ. მოვლენა – უარყოფითი დიფერენციალური წინაღობა ნახტომისებური გამტარებლობის არეში, აჩვენა, რომ დაბალსიხშირული დენის ძალის ოსცილაციები დაკავ­შირებულია კრისტალში ახ. ტიპის დომენების (რ-ებსაც ნახტომისებური დომენები ეწოდა) წარმოქმნასა და მოძრაობასთან. შექმნა ამ მოვლენის აღმწერი ფიზ. მოდელი. პირველმა ჩაატარა ექსპერიმენტები  ნახევარ­გამტართა თვისებებზე მაღალი ჰიდრო­სტატიკური წნევის გავლენის გამოსაკვლევად დაბალი (თხევადი ჰელიუმის) ტემპერატურის პირობებში.

. არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი, არაერთი საერთაშ. კონფერენციისა და ფორუმის მიწვეული მომხსენებელი,  მრავალი საერთაშ. სამეცნ. გრანტისა და პროექტის ხელმძღვანელი, საერთაშ. სკოლა-სემინარისა და კონფერენციის ორგანიზატორი. წლების განმავლობაში იყო თსუ-ის დიდი სამეცნ. საბჭოს წევრი, თსუ-ის, სტუ-ისა და პედ. უნ-ტის სამეცნ. ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოების წევრი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998 და 2002).

თხზ.: Negativ differencial resistance in the hopping conductivity region in silicon (თანაავტ. Adamia Z. A. at al.), JETP Lett., v. 47, 8, 1988; Travelling electrical domains in the hopping conductivity region (თანაავტ. Adamia Z. A., Tzakadze E. l. at al.), Solid State Communication v.101, 3, 1997; High field hopping and “hopping domains” (თანაავტ. Adamia Z. A.), Phil. Magazine B, v. 81, 9, 2001; Nonohmic hopping conduction in weakly compensated semiconductors. Best of Soviet Semiconductor Physics and Technology, 1989-1990, (თანაავტ. Adamia Z. A. at al.), World Scientific, 1995.