მიქელწმინდა

მიქელწმინდა, სოფელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალციხის მუნიციპალიტეტში (წყრუთის ადმ. ერთეული). მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, ზ. დ. 1250, ახალციხიდან 5 კმ. 32 მცხ. (2014). სოფელს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.