მიქელი, ლიხთიმერეთის მეფე 1327–29, დავით VI ნარინის ძე. უფლისწულობაში ტახტისათვის ებრძოდა უფროს ძმას, კონსტანტინე I-ს. დაიპყრო რაჭა-ლეჩხუმი და არგვეთი. ძმებს შორის ბრძოლა კონსტანტინე I-ის გარდაცვალებამდე არ შეწყვეტილა. მ-ს გაუჭირდა შუღლით აშლილი სამეფოს მკვიდრად დაჭერა. მისი გარდაცვალებისთანავე გიორგი V (ბრწყინვალე) გადავიდა იმერეთში და ქუთაისი დაიკავა.
ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3); საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979.