მიქელაძე ჯემალ ფრიდონის ძე

მიქელაძე ჯემალ ფრიდონის ძე (20. VIII. 1936, თბილისი, – 26. IV. 2014, იქვე), პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი (1996). სსრკ-სა (1976) და საქართვ. (2001) შსს-ების დამს. მუშაკი. დაამთავრა სას.-სამეურნეო ინ-ტის აგრ. და თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტები, აგრეთვე საკავშ. შსს-ს მოსკოვის მილიციის აკადემია (1982-იდან) მილიციის გენ.-მ. 1957–60 მუშაობდა გ. დიმიტროვის სახ. საავიაციო ქ-ნის საკონსტრუქტორო ბიუროში. 1963–65 იყო თბილ. კალინინის რაიკომის პირველი მდივანი; თბილისის შს სამმართველოს უფროსი (1976–80); აჭარის ასსრ შს მინისტრი (1980–87); საქ. სსრ კომპარტიის თბილ. კომიტეტის პირველი მდივანი (1990–91); საზ-ბა „დინამოს“ რესპ. საბჭოს თავ-რე (1988–98); საქართვ. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე (1992–2000); საქართვ. მატერიალური რეზერვების სახელმწ. დეპარტამენტის თავ-რე (2000–04). დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის (1995), ღირსების (1997), შრომის წითელი დროშის ორდენებით.

ლ. დოლიძე