მიქელაძე მაყვალა გიორგის ასული (დ. 16.V. 1936, თელავი), ენათმეცნიერი. ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი (2004), პროფესორი (2009). 1958 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი კავკ. ენების მიმართულებით. 1986–98 იყო თელავის ი. გოგებაშვილის სახ. სახელმწ. უნ-ტის სამეცნ. საბჭოს სწავლული მდივანი; ფილოლ. დეპარტამენტის ხელმძღვ. ქართ. ენის მიმართულებით (2005–09), ამავე დეპარტამენტის ასოც. პროფ. (2009-იდან დღემდე). მისი სამეცნ. კვლევის სფეროა ქართული და იბერიულ-კავკასიური ენები, ძირითადად კი – წოვათუშური ენა.
მ. ავტორია მონოგრაფიებისა: „ინტერფერენტული პროცესები წოვათუშურ ენაში“ (2008); „წოვათუშური ზმნის მორფოლოგიის საკითხები“ (2013); „თანამედროვე წოვათუშური ენის მარტივი წინადადების სინტაქსი“ (2015); „წოვათუშური ენის ფრაზეოლოგია“ (2016), „თანამედროვე წოვათუშური ენის შერწყმული და რთული წინადადების სინტაქსი“ (2018). 2015 გამოვიდა მისი მოთხრობების კრებული „ძალიან ახლოს ცასთან“.
ს. მეტრეველი