მიქელაძე კონსტანტინე ალმასხანის ძე (15. X. 1866, დაბა კულაში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 27. XII. 1914), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1913), რუსეთ-იაპონიისა (1904–05) და I მსოფლიო (1914–18) ომების მონაწილე. მსახურობდა კავკასიის მე-II მსროლელთა პოლკში. დაიღუპა I მსოფლიო ომში.
დაჯილდოებულია წმ. ანას და წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.
მ. გოგიტიძე