მიქელაძე ირაკლი სოლომონის ძე

მიქელაძე ირაკლი სოლომონის ძე (3. VIII. 1902, ერევანი, სომხეთი – 22. VIII. 1984, თბილისი), ეკონომისტი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1969), ეკონ. მეცნ. დოქტორი (1961), პროფესორი (1963), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1964), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1972, სხვებთან ერთად). 1926 დაამთავრა თსუ-ის სოც.-ეკონ. ფაკ-ტი. 1930-იდან იქვე ეკონ. ფაკ-ტზე ეკავა დოცენტის, შემდეგ პროფესორის თანამდებობა. 1937 დაინიშნა სახალხო მეურნეობის დაგეგმვის კათედრის გამგედ. 1954–56 იყო ეკონ. ფაკ-ტის დეკანი, 1936-იდან – მრეწვ. და სოფლის მეურნეობის ეკონომიკის კათედრის გამგე. იმავდროულად მუშაობდა საქ. სსრ მინისტრთა საბჭოს სახელმწ. საგეგმო კომიტეტში თავ-რის მოადგილედ (1956–60), საქ. სსრ მთავრობის მინისტრად (1960–63).

მ-ის სამეცნ. კვლევის სფერო მოიცავდა მრეწვ. ეკონომიკას. მას დიდი წვლილი მიუძღვის რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის დაგეგმვის თეორ. და პრაქტ. საკითხების დამუშავებაში. მ-ის ნაშრომები ეხება ქვეყნის ეკონ. სპეციალიზაციისა და კომპლ. განვითარების, ტემპების, პროპორციებისა და სტრუქტურის; მრეწვ. და ელექტროენერგეტ. ფუნქციონირების, შრომის ტერიტ. და დარგობრივი განაწილებისა და სხვა პრობლემებს. გარკვეული წვლილი შეიტანა რუსთავის მეტალ. ქ-ნისა და სხვა საწარმოთა მშენებლობის ეკონომ. დასაბუთების საქმეში. მ. იყო სსრ კავშირის მეცნ. აკად. ოპტიმალური დაგეგმვის პრობლემური საბჭოს საქართვ. რეგიონალური კომისიის თავ-რე, ქართ. ენციკლოპედიის მთ. სარედაქციო კოლეგიის წევრი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის განვითარების ტემპები და პროპორციები, თბ., 1966; საქართველოს სოციალისტური მრეწველობის ეკონომიკის საკითხები, თბ., 1976; ტერიტორიული დაგეგმვის პრობლემები, თბ., 1980; Специализация и комплексное развитие народного хозяйства Грузинской ССР, Тб., 1959 (м., 1964 ).

ლიტ.: ბაქრაძე გ., გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, თბ., 1982.