მიქელაძე ზურაბ ნიკოლოზის ძე

მიქელაძე ზურაბ ნიკოლოზის ძე (23. X. 1916, ქუთაისი, – 29. XI. 1993, თბილისი), ფილოსოფოსი, ლოგიკოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1984). 1939 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი ფილოს. სპეციალობით და იმავე წელს გახდა ასპირანტი ლოგიკის განხრით; 1944-იდან მუშაობდა თსუ-ში; 1946 დააპატიმრეს პოლიტ. ბრალდებით და 10 წლით გადაასახლეს ციმბირში. 1956 თბილისში დაბრუნებულმა მ-მ მუშაობა დაიწყო საქართვ. მეცნ. აკადემიის ფილოს. ინ-ტში მეცნიერ-თანამშრომელად, მოგვიანებით – კიბერნეტიკის ინ-ტში, რ-ის ერთ-ერთი დამაარსებელი თავადაც იყო. 1975–89 თსუ-ში ხელმძღვანელობდა ლოგიკის კათედრას, 1982-იდან სიცოცხლის ბოლომდე კი – მეცნიერული თარგმანის მთ. სარედაქციო კოლეგიას, პარალელურად იყო კიბერნეტიკის ინ-ტის ლოგიკის ლაბორ. გამგე. მ-ის სამეცნ. ნაშრომებს იცნობდნენ, აფასებდნენ და ციტირებდნენ მსოფლიოში ცნობილი ლოგიკოსები. იგი იყო სხვადასხვა სამეცნ. გამოცემის რედაქტორი და რედკოლეგიის წევრი.

თხზ.: ლოგიკის დაფუძნებისათვის: ლოგიკის დაფუძნებისა და ბჭობის ანალიზის საკითხები, თბ., 1970; ლოგიკის ისტორია. პარალელური კონცეფციოგრაფიები, ნაწ. I, თბ., 1992.

ნ. თომაშვილი