მიქელაძე დავით გიორგის ძე (დ. 8. VII. 1947, თბილისი), ბიოლოგი, ბიოქიმიკოსი. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. აკადემიკოსი (2013), ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1987), პროფესორი (2000). დაამთავრა თსუ-ის ბიოლ. ფაკ-ტი (1970). იყო ი. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლ. ინ-ტის უმცროსი, უფრ. მეცნიერი თანამშრომელი (1974–83); ექსპერ. ბიომედიცინის ცენტრის ბიოქიმიის განყ-ბის ხელმძღვანელი (1983); სოროსის საერთაშ. სასწ.-სამეცნ. პროგრამა NSF-ის პროფესორი (1995–2000); თსუ-ის პროფესორი; ბიოლოგიის ფაკ-ტის დეკანი (2005–08); ილიას სახელმწ. უნ-ტის სრული პროფესორი (2008). მისი სამეცნ. კვლევის ძირითადი სფეროა ნერვული და იმუნური სისტემების მეტაბოლიზმი, ბიოენერგეტიკა და ბიოლ. აქტიური ნაერთების მოქმედების მექანიზმები, ნეირო- და იმუნოპათოლოგიის მოლეკულური საფუძვლები. იყო სსრკ ნეიროქიმიკოსთა საზ-ბის პრეზიდიუმისა (1987–91) და ევროპის ნეირომეცნიერებების საზ-ბების ფედერაცის (1998), ტვინის შემსწავლელი საერთაშ. საზ-ბის (1998) წევრი; ჟურნ. „Journal Biological Physics and Chemistry“-ს მთ. რედაქტორის მოადგილე; ჟურნ. „Нейрохимия“-ს რედკოლეგიის წევრი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები.
თხზ.: ბიოქიმია. თბ., 2007; Циклические нуклеитиды, кальций и протеинкиназные реакции в нервной ткани, Тб., 1983.