მიქელაძე ალმასხან ოტიას ძე

მიქელაძე ალმასხან ოტიას ძე (15. X. 1834, დაბა კულაში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 20. I. 1915, მოსკოვი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1895). ჯარში მსახურობდა 1850-იდან. იყო ყირიმის (1853–56) და რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომების მონაწილე. მსახურობდა ლაიბგრენადერთა ერევნის მე-13, აგრეთვე დერბენდის პოლკში. მეთაურობდა პიატიგორსკის 151-ე პოლკს (1887-იდან) და მე-40 დივიზიის მე-2 ბრიგადას. ავტორია სამეცნ. ნაშრომებისა. დაჯილდოებულია წმ. გიორგის ოქროს იარაღით, წმ. ანას, წმ. სტანისლავის, წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.

მ. გოგიტიძე