მიქელაძე ალექსანდრე კონსტატინეს ძე

მიქელაძე ალექსანდრე კონსტატინეს ძე (16. IX. 1863, დაბა კულაში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 26. I. 1919, ქუთაისი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1914). რუსეთ-იაპონიის (1904–05) და I მსოფლიო (1914–18) ომების მონაწილე. მსახურობდა ყუბის 155-ე ქვეით პოლკში. მეთაურობდა ცხენოსან ბრიგადას დას. ფრონტზე. იყო ქვეითი დივიზიის უფროსი. ომის შემდეგ დაინიშნა ვილნოს კომენდანტად, მსახურობდა კავკ. სამხ. ოლქში ყარსის ციხესიმაგრის ბატალიონის მეთაურად.

ლ. დოლიძე