მიქაძე ნოდარ ვალერიანის ძე (4. I. 1927, თბილისი, – 24. VII. 2005, იქვე), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1971). დაამთავრა სპი-ის (ახლანდ. სტუ) სამშ. ფაკ-ტი არქიტექტურის სპეციალობით (1949). მუშაობდა არქიტექტორად სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციაში – „თბილქალაქპროექტში“ (1951–52, 1955–61, 1970–73), „თბილზნიიეპში“ (1961–67), „საქქალაქ-მშენსახპროექტში“ (1969–70; 1973-იდან იქვე იყო დირექტორის მოადგილე და მთ. არქიტექტორი). მ. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას სპი-ის არქიტ. ფაკ-ტზე. მონაწილეობდა რესპუბლიკურ (საკავშ. თბილ. ცენტრის რეკონსტრ. პროექტი, 1971, პირველი პრემია) კონკურსებში. ნამუშევრები: საცხოვრ. რ-ნი დიღომში (30000 მცხ; 1959–60, ავტორთა ჯგუფთან ერთად); სახელმწ. უნ-ტის ახ. კომპლექსი (1971; ავტორთა ჯგუფთან ერთად); ახ. საცხოვრ. უბანი ავშნიანი (თბილისი, 1973; ავტორთა ჯგუფთან ერთად); ქუთაისის (1977), გაგრის (1978), სოხუმის (1980) გენგეგმები (ყველა ავტორთა ჯგუფთან ერთად) და სხვ.