მიქაძე გუგა არჩილის ასული

მიქაძე გუგა არჩილის ასული (9. X. 1927, თბილისი, – ), მოქანდაკე. საქართვ. დამს. მხატვარი (1975). 1952 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (პედ. – ი. ნიკოლაძე). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1953-იდან. პერსონალური გამოფენები ჰქონდა 1970 და 1977 თბილისში. მუშაობდა დაზგური და დეკორ. ქანდაკების დარგში. ძირითადი ნამუშევრები: ტრიპტიქი „მშვიდობის სადარაჯოზე“ (1964), ჰორელიეფი „სპორტი“ (1980), „საქართველოს მეცხოველეობა“ (1981), ბარელიეფი „შრომა“ (1976), „ნატვრის ხე“ (1979), „მეთევზის ოჯახი“ (1981). მ. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას ი. ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელსა და თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში. მისი ნამუშევრები დაცულია შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების სახელმწ. მუზეუმში, დ. შევარდნაძის სახ. საქართვ. ეროვნ. გალერეაში.