მიქაელი

მიქაელი, მიხაელი, იერუსალიმისა და ანტიოქიის პატრიარქი დაახლ. 1470/74–84. როგორც ჩანს, შეწირულებათა შეგროვების მიზნით დაახლ. 1470–78 ჩამოვიდა დას. საქართველოში. მ. აქტიურად ერეოდა საეკლ. საქმეებში. მმართველმა წრემ იგი გამოიყენა თავისი სეპარატისტული მიზნებისათვის. ბაგრატ იმერთა მეფემ და შამადავლა დადიან-გურიელმა მ-ს აფხაზთა კათოლიკოსად აკურთხებინეს იოაკიმე ცაიშელ-ბედიელი. მ-ის ამგვარმა ჩარევამ აფხაზეთის (დას. საქართველო) კათოლიკოსი საბოლოოდ ჩამოაშორა მცხეთის კათოლიკოს-პატრიარქის უმაღლეს ხელისუფლებას და ამით კიდევ უფრო გააღრმავა პოლიტ. განკერძოებულობა აღმ. და დას. საქართველოს შორის. მანვე შეადგინა კანონიკური ძეგლი „მცნებაჲ სასჯულოჲ“, რ-შიც იგი ცდილობს თეორიულად დაასაბუთოს იოაკიმეს კურთხევის კანონიერება.

თხზ.: მცნება სასჯულო, ს. კაკაბაძის გამოც., ტფ., 1913.

ბ. ლომინაძე