მიქაელი მიქელი (დვალი)

მიქაელი მიქელი (დვალი), XI ს. კალიგრაფი. მოღვაწეობდა შავ მთაზე, კალიპოსის ღვთისმშობლის მონასტერში. სვიმეონ მღვდლის დაკვეთით 1054 მას, იოანე დვალსა და გიორგისთან ერთად, გადაუწერია ალავერდის ოთხთავი (A-484), რ-იც გამოირჩევა განსაკუთრებული მხატვრული გაფორმებით. მ-ის გადაწერილია, აგრეთვე, „ჟამნი“ (Jer-23), იოანე ოქროპირის „იოანეს სახარების თარგმანები“ (Jer-145; ამ წიგნის მთავარი გადამწერი ყოფილა მიქაელი ჩიხუარელი) და 1049 სვინაქსარი (Jer-142).

იხ. აგრეთვე სტ. დვალები.