მიქაბერიძე რამინ შალვას ძე (დ. 26. IV. 1944, სოფ. ხიდისთავი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), მომღერალი, ლოტბარი. საქართვ. სახ. არტისტი (1989), ზ. ფალიაშვილის (1979), ა. შვაიცერის საერთაშ. (1995) და საქართვ. სახელმწ. (2001) პრემიების ლაურეატი. 1967 დაამთავრა თბილ. მხატვრული თვითმოქმედების კულტ.-საგანმან. სასწავლებელი (პედ-ები: ა. კავსაძე, ვ. ფალიაშვილი, ვ. კურტიდი და სხვ.). 1967–78 იყო საქართვ. ხალხ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. ანსამბლის წევრი (მოგვიანებით ეწოდა „ერისიონი“), 1979–2002 – ანსამბლ „რუსთავის“, 1978–80 – ანსამბლ „გორდელას“ სოლისტი. 1978–85 ქართ. ფოლკ. ანსამბლ „თბილისის“ სამხატვრო ხელმძღვანელი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მ-ის პედ. და სალოტბარო მოღვაწეობა.
მ-მ დააარსა 12 ფოლკლორული ანსამბლი: „მართვე“ (ა. ერქომაიშვილთან ერთად; 1978–90), ბათუმის სახელმწ. (1999–2005), „საგალობელი“ (1993, ქალიშვილთან, მ. მიქაბერიძესთან ერთად), „პატრიარქის ნათლულები“ (საპატრიარქოს ბავშვთა ფოლკ. გუნდი, 2017; შვილებთან მ. და რ. მიქაბერიძეებთან ერთად). წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ვაჭრობის კულტურის სახლთან (1963–67); უსინათლოთა საზ-ბის რესპ. კულტ. სახლთან (1967–97) არსებულ გუნდებს, აგრეთვე განათლების მუშაკთა რესპ. სახლთან არსებულ ვაჟთა ვოკალურ ანსამბლს (1970–80), „ნაბეღლავს“ (ჩოხატაური, 1980–90); „დიდგორს“ („მიონთან“ არსებული, 1985–95),
„იბერიას“ (1992-98), „კრწანისს“ (უსინათლოთა კავშირის ვაჟთა ანსამბლი, 1991-იდან დღემდე), ფოლკლორულ ანსამბლებს: „ჭონასა“, (2006–12) და საპატრიარქოსთან არსებულ ჩოხოსანთა ანსამბლს (2010–17).
მ-ის აღზრდილები აქტიურად მოღვაწეობენ და ხელმძღვანელობენ სხვადასხვა ფოლკ. ანსამბლს. მ-სა და ბათუმის ბიჭუნათა გუნდზე გადაღებულია დოკ. ფილმი „რამინის ბიჭები“ (2003; რეჟ. ზ. კაკაბაძე). მ-ს აქვს იშვიათი ტემბრის ძლიერი ხმა. საქართვ. ხალხ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. ანსამბლთან და ანსამბლ „რუსთავთან“ ერთად გასტროლებით მოიარა მსოფლიოს 70 ქვეყანა.
მ-ს მიღებული აქვს ღირსების ორდენი, (1998) საქართვ. მწერალთა კავშირის ჯილდო „კულტურის რაინდი“ (2014), პრემია „საგურამო“ (2015), საპატრიარქოს ჯილდო „სიკეთის ხე“ (2018). 2015 მიანიჭეს „ხელოვნების ქურუმის“ წოდება. არის თბილ. (2013) და ბათ. (2015) საპატიო მოქალაქე. რ. და მ. მიქაბერიძეების სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა თბილ. საკონცერტო დარბაზის წინ (2019).
მ. ჯაფარიძე