მიქაბერიძე ლევან აკაკის ძე (8. IX. 1917, სოფ. ძირულა, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, – 6. IV. 1995, თბილისი), პიანისტი, პედაგოგი. საქართვ. სახ. არტისტი (1975). 1933 დაამთავრა თბილ. II პედ. ტექნიკუმი, 1938 – თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის საფორტეპიანო განყ-ბა (პედ. ლ. ტრუსკოვსკი). 1938–41 სწავლობდა მოსკ. კონსერვატორიაში (პედ. ს. ფაინბერგი). ომის წლებში იყო საქართვ. ფილარმონიისა და რადიოს სოლისტი, აღადგინა ქ. გორის მუს. სკოლა, სადაც ეწეოდა პედ. საქმიანობას. ომის შემდეგ სწავლა განაგრძო და 1947 დაამთავრა მოსკ. კონსერვატორია. 1949–58 იყო თბილ. II მუს. სასწავლებლის პედაგოგი (ფორტეპიანო). მ-მ აღზარდა 50-ზე მეტი მოწაფე (ნ. კონცელიძე, თ. ნაცვლიშვილი, თ. რატიანი, თ. როინიშვილი, მ. სანაძე და სხვ.). მის რეპერტუარში იყო ქართვ. და უცხოელი კომპოზიტორების: ა. ბალანჩივაძის, ნ. გუდიაშვილის, ო. თაქთაქიშვილის, დ. თორაძის, ა. მაჭავარიანის, ს. ცინცაძის, ი. ს. ბახის, ლ. ვ. ბეთჰოვენისა და ა. სკრიაბინის (სონატები), ფ. შოპენის (სკერცო, ეტიუდები, ბალადები), რ. შუმანის (ფანტაზია, „კარნავალი“), ფ. ლისტის („მეფისტო-ვალსი“, ფანტაზია „დონ ჟუანის თემებზე“, ესპანური რაფსოდია), ს. რახმანინოვის (პრელუდიები) და სხვათა მუს. ნაწარმოებები.
თხზ.: Исполнительский разбор фантазии Ф. Листа на мотивы из оперы „Дон Жуан“ Моцарта. Тб., 1974.