მიქაბერიძე ალექსანდრე სერგოს ძე

მიქაბერიძე ალექსანდრე სერგოს ძე (დ. 18. XII. 1950, თბილისი), გენერალ-მაიორი (2004). დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1976), ამავე წელს – უმაღლესი პარტიული, 1981 – ომსკის შსს სპეც. სკოლა, 1984 – თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი. 1969–79 მუშაობდა სამოქალაქო ორგანიზაციებში, 1979-იდან შსს-ს სისტემაშია. 1979–83 იყო შსს თბილ. მთ. სამმართველოს სამძებრო განყ-ბის უფროსის მოადგილე, 1984–87– შსს თბილ. ორჯონიკიძის რ-ნის 1-ელი განყ-ბის უფროსი, 1990 – ვაკის რ-ნის მილიციის უფროსი, 1991 – ცხინვალის კომენდანტის მოადგილე, თბილ. პოლიციის მთ. სამმართველოს უფროსი, 1991–92 – ქვემო ქართლის კომენდანტი, მარნეულის პოლიციის სამმართველოს უფროსი, 1992–93 – სამეგრელოს კომენდანტი; 1996–99 – ვაკის რ-ნის პოლიციის სამმართველოს, 1999–2006 – თბილ. შსს მთ. სამმართველოს ადმ. პოლიციის დეპარტამენტის, 2006–11 – შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამსახურის უფროსი. 2011-იდან თადარიგშია.

დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

მ. გოგიტიძე