მიტარბი

მიტარბი, დაბალმინერალიზებული, ნახშირორჟანგიანი, ჰიდროკარბონატული, კალციუმ-ნატრიუმიანი სამკურნალო და სუფრის მინერალური წყალი. საბადო მდებარეობს ბორჯომის მუნიციპ-ში მდ. მიტარბულის (გუჯარეთისწყლის მარცხ. შენაკადი) ხეობაში. აქ მინერ. წყლის გრიფონის ორი ჯგუფი აღინიშნება. ქვედა ჯგუფის ადგილზე #18 ჭაბურღილის მეშვეობით შუაეოცენური ვულკანურ-დანალექი ქანებიდან მიიღეს წყაროებთან შედარებით უფრო მაღალი მინერალიზაციის წყალი, რ-ის ქიმ. შედგენილობაა:

CO2 1.03 H2SiO3 0.06 M 25 pH 6.4 T 20°C

მ. სამკურნალო თვისებებით „საირმის“ #1 წყაროს წყლის მსგავსია. მისი მიღება მიზანშეწონილია საჭმლის მომნელებელი სისტემისა და საშარდე გზების დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დრო

ჰიდროგეოლოგიური რეჟიმული დაკვირვების საფუძველზე მ-ის მინერ. წყლის საბადოს საექსპლუატაციო მარაგი 103 3/დღ-ღ-ს შეადგენს. წყლის დებიტი იყო 100–110 ათ ლ/დღ-ღ და წელიწადში (1980) 38 მლნ. ბოთლს (0.5 ლ) ასხამდნენ. მ-ის წარმოება დროებით განახლდა კოპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ მიერ 2014. ამჟამად მ-ის ჩამოსხმა შეჩერებულია.

ზ. კაკულია