მისაქციელიჰესი, შპს „ენტო“ (მისაქციელი ჰესი), მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური. მდებარეობს მცხეთის მუნიციპ-ში, მდ. მისაქციელზე. ექსპლუატაციაში შევიდა 1964. მისი სიმძლავრეა 3,0 მგვტ. არის შპს „ენტოს“ მფლობელობაში. მ-ის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია შეადგენდა (მლნ. კვტ.სთ.); 2012 წ. – 6,7; 2015 წ. – 7,6; 2017 წ. – 8,3; 2018 წ. – 4,7; 2019 წ. –10,3; 2020 წ. – 5,3; 2021 წ. 4,5; 2022 წ. – 11,6; 2023 წ. –9,9.
დ. ჩომახიძე