მისაქციელი, სოფელი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მცხეთის მუნიციპალიტეტში. ადმ. ერთეულის ცენტრი (სოფლები: მ., ახალუბანი, ნატახტარი). მდებარეობს მდ. არაგვის მარჯვ. მხარეს, საქართველოს მთავარ საავტომობილო გზაზე. ზ. დ. 535 მ, მცხეთიდან 15 კმ. 2100 მცხ. (2014).