მისაბიშვილი შოთა ვლადიმერის ძე

მისაბიშვილი შოთა ვლადიმერის ძე (1921, სოხუმი, – 2010), ფილოსოფოსი. ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი (1966), პროფესორი (1969), აფხაზეთის არ-ის კულტურის დამს. მუშაკი. დაამთავრა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტი (1947), მოსკოვის საზ. მეცნ. აკადემია (1953). ხელმძღვანელობდა ფილოს. კათედრას სოხუმის პედ. ინ-ტსა და აფხ. სახელმწ. უნ-ტში, პოლიტოლოგიისა და სოციოლოგიის კათედრას – თსუ-ის სოხუმის ფილიალში (1995-დან).

მ. იკვლევდა სოციალური ფილოსოფიის, ქართ. ფილოსოფიისა და დიალექტიკის კატეგორიებს. იყო აფხაზეთის რეგიონული მეცნ. აკად. პრეზიდენტი.

თხზ.: Общественно-политические и философские взгляды Ильи Чавчавадзе, Сух., 1957; В. И. Ленин об общих и специфических закономерностях общественного развития, Сух., 1960; Диалектика единичного особенного и общего в социальном развитии, Сух., 1966; Диалектика общего и особенного в социальном развитии, Сух., 1971.

ლიტ.: ომგადახდილი მეცნიერები, თბ., 2000.