მირცხულავა იონა ანდრიას ძე

მირცხულავა იონა ანდრიას ძე (2. II. 1912, სოფ. ხორგა, ახლანდ. ხობის მუნიციპალიტეტი, – 2. VI. 1983, თბილისი), ფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1950), პროფესორი (1950), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (სხვებთან ერთად,: 1975), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1975). დაამთავრა ლენინგრადის (ახლანდ. სანქტ-პეტერბურგი) პოლიტექ. ინ-ტი (1935). იმავე წელს მუშაობა დაიწყო თსუ-ში ზოგადი ფიზ. კათედრაზე ასისტენტად; იყო თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის (ახლანდ. თსსუ) ფიზიკის კათედრის გამგე (1938–50); თსუ-ის მყარი სხეულის ფიზ. კათედრის გამგე (1954–65 და 1972–80), აგრეთვე ხელმძღვანელობდა თავისივე ინიციატივით დაარსებულ ნახევარგამტარე-ბის ფიზიკის პრობლემურ ლაბორატორიას (1957–65). 1965-ში მ-ს თაოსნობით თბილისში გაიხსნა ნახევარგამტარული ხელსაწყოების ინ-ტი, რ-საც ხელმძღვანელობდა 1972-მდე.

მ. ავტორია სამეცნ. ნაშრომებისა, რ-ებიც ეხება მყარი სხეულისა და ნახევარგამტარების ფიზიკას. თანამშრომლებთან ერთად შეისწავლა ნახევარგამტარებში დაბალტემპერატურული გარღვევის მოვლენა, რ-ის საფუძველზე შეიქმნა ახალი ტიპის ნახევარგამტარული ხელსაწყოები. არის რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი. ეწეოდა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ლიტ.: იონა მირცხულავა: წერილები და მოგონებები, საიუბილეო კრებული ეძღვნება იონა მირცხულავას დაბადების 100 წლისთავს, თბ., 2012.

პ. მამრაძე