მირცხულავა ილია იორდანეს ძე

მირცხულავა ილია იორდანეს ძე (21. III. 1913, სოფ. ხორგა, ახლანდ. ხობის მუნიციპალიტეტი, – 27. VII. 1976, თბილისი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1965), მეცნ. დამს. მოღვაწე (1969). 1938 დაამთავრა თსუ, 1941 – საქ. კპ(ბ) ცკ-თან არსებული უმაღლ. პარტიული სკოლა. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში (1939–41). მუშაობდა საქ. სსრ მეცნ. აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტში (1958–64). იყო საქ. კპ ცკ-თან არსებული პარტიის ისტ. ინ-ტის, სკკპ ცკ-თან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინ-ტის ფილიალის დირექტორის მოადგილე (1964–70), საქ. სსრ მეცნ. აკადემიის საზ. მეცნ. დარგში სამეცნ. ინფორმაციის სექტორის დირექტორი (1970–76). იკვლევდა საქართვ. და ამიერკავკ. პარტორგანიზაციების, რევ. მოძრაობის, საბჭ. პერიოდის საქართვ. ისტორიისა და აგრ. ურთიერთობის პრობლემებს. მ. არის „საქართველოს კომპარტიის ისტორიის ნარკვევების“, „ამიერკავკასიის პარტიული ორგანიზაციების ისტორიის ნარკვევების“, „საქართველოს ისტორიის ნარკვევებისა“ და სხვ. გამოცემების თანაავტორი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.