მირცხულავა დიდიმ ლავრენტის ძე

მირცხულავა დიდიმ ლავრენტის ძე (2. VIII. 1912, ქუთაისი, – 19. XI. 1997, თბილისი), დირიჟორი. საქართვ. სახ. არტისტი (1958). სტალინური (1951) და ზ. ფალიაშვილის სახ. (1986) პრემიების ლაურეატი. 1937 დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (ხელმძღვ. ე. მიქელაძე). 1936–38 მუშაობდა თბილ. კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. თეატრში სამუსიკო ნაწილის გამგედ და დირიჟორად, 1937–97 – ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორად. რეპერტუარში ჰქონდა ქართვ. და უცხოელი კომპოზიტორების ოპერები და ბალეტები (მ. შ. ახალი დადგმები). ბალეტ „გორდას“ დადგმაში მონაწილეობისათვის მიენიჭა სტალინური პრემია. აღი­­­­არებულია ზ. ფალიაშვილის ოპე­რების ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად. 1951-იდან იყო თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრის პედაგოგი და საოპერო სტუდიის დირიჟორი (1968-იდან – პროფესორი). მ-ს ხანგრძლივმა და ნაყოფიერმა საშემსრულებლო და პედ. მოღვაწეობამ ღრმა კვალი დატოვა ქართ. მუს. ხელოვნებაში. იგი ითვლება ე. მიქელაძის საშემსრულებლო ტრადიციის გამგრძელებლად. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996).

დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტ.: ქოქიაშვილი გ., ნუმც მოიშლება ხსენება მათი, თბ., 2019; ჭავჭავაძე-მირცხულავა ნ., დიდიმ მირცხულავა, თბ., 1999

თ. დოლიძე